მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბულ ბრძოლას ველი - ლუკა ლოჩოშვილი
10/09/2024
11:58
სპორტი
A-
+A
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას“, - აცხადებს ლოჩოშვილი.
შეგახსენებთ, ალბანეთისა და საქართველოს მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
0
0
137
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%