მორწმუნეთათვის იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის კარი გაიღო
04/05/2024
13:03
საზოგადოება
A-
+A
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის კარი მორწმუნეთათვის ახლახან გაიღო.
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაზე დაიშვებიან ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური საშვები გააჩნიათ. ისრაელსა და ჰამასს შორის არსებული ვითარების გამო, უსაფრთხოების ნორმები მთლიანად იერუსალიმში განსაკუთრებულად გამკაცრებულია.
ამასთან, არაბი მართლმადიდებლები წელს ტაძარში ხმაურით, დაფდაფებით და ყიჟინით აღარ შევლენ, როგორც ამას ძველი ტრადიცია ითვალისწინებს. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი არის ომი, რომელმაც ბევრ ადამიანს ტკივილი მოუტანა. აღნიშნულით ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს.
ტაძარში იერუსალიმის პატრიარქის მიბრძანების შემდეგ მორწმუნეები მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.
0
0
57
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%