11/10/2022
15:56
ბადაგონი
იტალიის პრესტიჟულ კონკურსზე - Mondial des Vins Extrêmes 2022 - კომპანია „ბადაგონის“ ღვინოები 4 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ოქროს მედლები მოიპოვეს „ბადაგონის“ ღვინოებმა:- „საფერავი რეზერვი 2010“, „ქვევრის ქისი 2020“, „ალავერდის ტრადიცია 2015“ და „საფერავი ქაშერი 2018“-მა.
კონკურსი ორგანიზებულია CERVIM-ის მიერ, რომელიც ტარდება OIV-ის (ღვინისა და ყურძნის საერთაშორისო ორგანიზაცია) პატრონაჟით და ავტორიზირებულია იტალიის აგროკულტურის, საკვებისა და ტყის სამინისტროს მიერ.
კონკურსი “გმირული” ღვინოების კატეგორიას ეძღვნება.
CERVIM-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი ღვინის წარმოების არეალებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი ისტორიით, ტრადიციებითა და უნიკალურობით.
ეს, “ბადაგონის” ღვინოების მორიგი გამარჯვებაა. კომპანიას არაერთი იქროს ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე.
0
0