04/06/2024
13:21
ბადაგონი
რუმინეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - VINARIUM International Wine Contest 2024, “ბადაგონის” ღვინოებმა “საფერავი რეზერვი” და “კახური წარჩინებული” წითელი მშრალი, ოქროს მედლები მოიპოვა.
VINARIUM International Wine Contest, რომელიც წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსი აღმოსავლეთ ევროპაში. მასზე წარმოდგენილი იყო 13.500-ზე მეტი სახეობის ღვინო მთელი მსოფლიოდან და 400-ზე მეტი ჟიურის წევრი რჩეულ ღვინოებს აფასებდა.
აღსანიშნავია, რომ “ბადაგონის” “საფერავი რეზერვი” დამზადებულია ლიმიტირებულად, ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული “ბადაგონის” ვენახების 2010 წლის საფერავის საუკეთესო მოსავლისგან.
“კახური წარჩინებული” საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან არის დამზადებული. მასში გამორჩეულად იგრძნობა საფერავის ძალა და პოტენციალი.
“ბადაგონის” ღვინოებს, არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული საერთაშორისო კონკურსებზე
0
0