26/04/2023
19:13
ბადაგონი
ესპანეთის ყველაზე დიდ საერთაშორისო კონკურსზე Bacchus 2023 - XX1 Concurso Internacional de Vinos, რომელიც მადრიდში ჩატარდა, “ბადაგონის” ქვევრის “ხიხვი” და “კახური წარჩინებული” თეთრი მშრალი, ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
“ბადაგონის” ქვევრის “ხიხვი” შექმნილია 8000 წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდით, ალავერდის XI საუკუნის ისტორიულ მარანში. მას ახასიათებს ოქროსფერი შეფერილობა, სხეულიანი, ჰარმონიული და მდიდარი ჯიშური არომატები. ღვინო “ხიხვი” დამზადებულია ახმეტის რაიონში გაშენებული “ბადაგონის” ვენახებში მოყვანილი საუკეთესო ყურძნისგან.
“ბადაგონის” მთავარი ენოლოგის, დოქტორი დონატო ლანატის საავტორო ღვინო “კახური წარჩინებული,” 2016 წლის რქაწითელისა და კახური მწვანეს მოსავლისგანაა შექმნილი. ღვინო მუხის კასრშია დავარგებული 6 თვის განმავლობაში. ის დახვეწილი და ჰარმონიული არომატებით გამოირჩევა - დაბალანსებული მჟავიანობით, ციტრუსის ტონებით და გემოს ხანგრძლივი დაბოლოებით.
Bacchus 2023 - XX1 Concurso Internacional de Vinos უკვე 21-ედ ტარდება და კონკურსში მონაწილეობა მიღებული აქვს მეღვინეობებს მთელი მსოფლიოდან
.
0
0