
მოქალაქეს შეუძლია, თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს მედიის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც იცვლება, არის ის, რომ, თვითრეგულირების ორგანოს გარდა, მოქალაქეს შეუძლია, მედიის ესა თუ ის ქმედება გაასაჩივროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც.
„თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტელემედიამ თქვენ მიმართ გაავრცელა ფეიკი, გექნებათ საშუალება არჩევანის. მაგალითად, თუ „ტვ პირველი" გაავრცელებს "ფეიკს" ვინმეს წინააღმდეგ, თუ ის ენდობა მაინც "ტვ პირველს," შეუძლია, იქ გაასაჩივროს და შედეგებიც გვახსოვს ამაზე. თუ ეს ადამიანი ენდობა სახელმწიფოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ახლა კანონი მოგცემთ საშუალებას, გაასაჩივროთ ამ ორგანოში. სხვა ცვლილება არ იქნება. როცა ვსაუბრობთ, რომ თვითრეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითრეგულირებას ვაქრობთ. ის რჩება და მოქალაქეს შეუძლია, იქ გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დღეს "მაუწყებლის შესახებ" კანონს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირეს. ე.წ. ბრიტანული BBC-ის სტანდარტების ქართული ანალოგი სამომავლოდ მედიებს გაუჩენს ვალდებულებას, რომ, ეთიკის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მომჩივან მხარესთან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იდავოს.
ცვლილება ეხება მედიის დაფინანსების საკითხსაც. ამიერიდან მაუწყებლები სოციალური რეკლამიდან ფინანსურ შემოსავალს ვეღარ მიიღებენ. კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნიდან ტელევიზიის დაფინანსებასაც, თუმცა ეს კომერციული რეკლამის განთავსებას არ შეეხება.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025