
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და რუსეთიდან დაბრუნებული მოსახლეობისთვის გამარტივდეს მოქალაქეობის მიღება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა.
„ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს. ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა.
თუმცა, სამწუხაროდ ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მით უმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება - „ამიტომ, ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0
9 მაისს ევროპის დღეც აღინიშნება
09/05/2025