
იოსელიანის თქმით, იმედია, "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატები შეინარჩუნოს პარლამენტში.
"მანდატი არის იმისთვის, რომ იზრუნო პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს, ეს არის მანდატის პირველადი დანიშნულება და მერე შეიძლება თუ ვიღაცის ნახვა გინდა, მიხვიდე და მოინახულო. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოფა იმხელა პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტის წევრების ის რაოდენობა შეინარჩუნოს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებადაა საჭირო. ეს არის ცვლილებები, რომელიც რომელიმე პარტიას კი არა, ამ ქვეყნის პლურალისტურ გარემოს და დემოკრატიას, მრავალპარტიულ პარლამენტს სჭირდება სამომავლოდ. თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდება, ამ პარლამენტში იქნება ორი პარტია და რაც დღეს სამოქალაქო დაპირისპირებაა, ეს იქნება მონაგონი და სანატრელი ისეთ დაპირიპირებას მივიღებთ საბოლოოდ,"- განაცხადა იოსელიანმა.
0
0