
მოქალაქეები სიონის ტაძარში დილიდან მიდიან. ისინი პატივს მიაგებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდები. სამების მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ტაძარში შესვლისთვის თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.
ილია მეორე სიონის ტაძარში გუშინ დაკრძალეს.
კათოლიკოს-პატრიარქის სამბის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.
ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
0
0