
მონიკა ლევინსკი, რომელსაც, როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, მოდის ბრენდ Reformation-ის სახე გახდა. 50 წლის აქტივისტი და მწერალი, Vote.org-თან პარტნიორობით, კამპანია "შენ გაქვს ძალაუფლება"-ს უხელმძღვანელებს. კამპანიის მიზანია, რომ ხალხს თავიანთი საარჩევნო ხმის უფლების შესახებ „შეახსენოს“.
„ხმის მიცემა თქვენი ნების დაფიქსირებას ნიშნავს, რაც დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. [Vote.org-თან] პარტნიორობა საპასუხო რეაქციაა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ამომრჩეველთა გაზრდილ იმედგაცრუებასა და აპათიასთან დაკავშირებით“, - თქვა ლევინსკიმ ჟურნალ Elle-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
კამპანიის ფარგლებში, Reformation-ის ვებსაიტზე განთავსებულია ხმის მიცემის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. კომპანიამ ასევე $25,000-ის შემოწირულობა გაიღო Vote.org-ისთვის. Vote.org-ი ქვეყნის უმსხვილესი არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ხალხის მოტივირებაზე, რომ მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში.
"ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, მსხვილი ინსტიტუტებისადმი ნდობა კი საკმაოდ დაბალია", - წერს Reformation-ი.
Reformation-მა ლევინსკის ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა.
„ზაფხულში 50 წლის გავხდი და ვთვლი, რომ ეს ასაკი ნამდვილი საჩუქარია, რადგან ჩემთვის ეს საკუთარი თავის აღიარების წელი იყო. ზოგადად, ცხოვრებისეულად ბევრი რამის მიღება შევძელი“, - აღნიშნა ლევინსკიმ.
მონიკა ლევინსკი 22 წლის იყო, როდესაც პრეზიდენტ ბილ კლინტონთან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, რომელიც მასზე 27 წლით უფროსი იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობები აშშ-ის მედიაში, 1998 და 1999 წლებში, ფართოდ ვრცელდებოდა. პრეზიდენტი თავდაპირველად უარყოფდა აღნიშნულ ინფორმაციას, მოგვიანებით კი, კლინტონმა აღიარა, რომ ლევინსკისთან „არასათანადო ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.“
2014 წლიდან, ლევინსკიმ რეგულარულად დაიწყო საჯარო გამოსვლები კიბერბუ
ლინგის წინააღმდეგ.
0
0