ულან-ბაატარს არ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე, რადგან მონღოლეთი ენერგო დამოკიდებულების მდგომარეობაშია. ამის შესახებ Politico-სთან საუბარში მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი უახლოესი მეზობლებიდან შემოაქვს. ეს მარაგი გადამწყვეტია ქვეყნის გადარჩენისთვის.
„მონღოლეთი ყოველთვის ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას თავის დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც მოწმობს დღემდე ჩვენი ოფიციალური განცხადებები“, - დასძინა მთავრობის წარმომადგენელმა.
მონღოლეთში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა ესაზღვრება რუსეთს და ჩინეთს. 2003 წელს მონღოლეთი გახდა ICC-ის წევრი. ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან, მათ შორის, მის ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი ეჭვმიტანილის დაპატიმრებითა და ექსტრადირებით.
ცნობილია, რომ უფლებადამცველებმა მონღოლეთის ხელისუფლებას პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდეს.
0
0