
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულს ქადაგების დროს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მომხდარი ეკლესიასა და სასულიერო პირების მიმართ სიძულვილის ენის შედეგია.
„ის, რაც მოხდა ცხრამუხის დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე.
მე არასოდეს არ გამოვირჩეოდი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ, სამწუხარო არის, კიდე ერთხელ ვიტყვი არა მარტო ტელევიზიების, არამედ ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია, ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმა არ დააყოვნა“, - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირები შეიჭრნენ. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლით დაკავებულია 2 პირი.
0
0