
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მიუვიდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ იგეგმება ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულება შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში.
მისივე თქმით, ასევე, აპირებენ, ამავე ბრალდებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ლიდერშიფის ნაწილის დაპატიმრებას.
„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შემტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან - უბრალოდ პროვოკატორი“ - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
0
0