
ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი კრის რი 74 წლისა გარდაიცვალა.
„უდიდესი მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი კრისის გარდაცვალების შესახებ. მან დღეს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, საავადმყოფოში, ოჯახის გარემოცვაში მშვიდად განისვენა“, - ნათქვამია მუსიკოსის მეუღლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში სუსტი იყო. 2001 წელს მას პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ორგანოს ამოკვეთა დასჭირდა. 2016 წელს მან ინსულტი გადაიტანა, ხოლო 2017 წელს ოქსფორდში კონცერტის დროს სცენაზე დაეცა. მიუხედავად ამისა, რი აგრძელებდა გამოსვლებსა და მუსიკის ჩაწერას.
კარიერის განმავლობაში რიმ 25 სტუდიური ალბომი ჩაწერა. მის ყველაზე ცნობილ კომპოზიციებს შორის არის საშობაო ჰიტი Driving Home For Christmas, კომპოზიციები The Road to Hell, The Blue Cafe და მრავალი სხვა.
0
0