კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის განცხადებით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია მომავალი წლიდან ჰუმანოიდური რობოტების წარმოებას და გამოყენებას დაიწყებს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, მასკმა თქვა, რომ რობოტებს პირველად Tesla გამოიყენებს, ხოლო მათ გაყიდვას 2026 წლიდან დაიწყებს.
როგორც მილიარდერმა მანამდე განაცხადა, ჰუმანოიდური რობოტი, სახელწოდებით Optimus-ი, Tesla-ს ქარხნებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ბოლომდე მზად იქნებოდა. როგორც ცნობილია, ასევე საკუთარ ჰუმანოიდურ რობოტებს ავითარებს Honda და Boston Dynamics-ი.
„მომავალ წელს, Tesla-ს ჰუმანოიდური რობოტები შიდა გამოყენებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება და, იმედია, 2026 წელს, მასობრივ წარმოებასაც მიაღწევს სხვა კომპანიებისთვის“, - წერს მასკი X-ზე.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026