17/11/2021
12:05
მსოფლიო
ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამის მისაღწევად.
ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ COVID-19-ის აღმოფხვრა შეუძლებელია და ის, სავარაუდოდ, ენდემური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში გარკვეული დონით ყოველთვის იქნება, როგორც გრიპი ან ჩუტყვავილა.
„თუ გვსურს, რომ კორონავირუსი ენდემური გახდეს, ინფიცირების იმდენად დაბალი დონე უნდა გვქონდეს, რომ მას არ ჰქონდეს გავლენა საზოგადოებაზე, ცხოვრებასა და ეკონომიკაზე. ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან და საავადმყოფოებშიც მოხვდებიან, მაგრამ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის დონე იმდენად დაბალი იქნება, რომ ჩვენ ამაზე მუდმივად ფიქრი აღარ მოგვიწევს და ჩვენს საქმიანობაზეც გავლენას აღარ მოახდენს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, თუ აშშ ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება 2022 წლის გაზაფხულისთვის შეიძლება მოახერხოს.
0
0