
მომავალ კვირას სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გუშინ მქონდა შეხვედრა ექიმების კონსილიუმთან და სავარაუდოდ, მომავალ კვირას კონსილიუმი შევა მიხეილ სააკაშვილთან, მოინახულებს და დადებს დასკვნას მისი მდგომარეობის შესახებ. ვნახოთ რა დასკვნა იქნება. სამი დღის წინ მოვაწერე ხელი ბრძანებას, რითაც კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივე კონსილიუმის მოქმედების ვადა, რაც გულისხმობს იმას, რომ 2024 წელსაც კონსილიუმი იქნება უფლებამოსილი განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, მოინახულოს მსჯავრდადებული პაციენტი. ამის იქით უკვე თავად გეგმავენ, რა ინტენსივობით, რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, ამ ნაწილში აღარ ვერევით. მომავალ კვირას შევლენ მიხეილ სააკაშვილთან და რაღაც პერიოდში იქნება დასკვნაც“, - აღნიშნა იოსელიანმა.
0
0