13/06/2022
11:45
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მომავალი ორი კვირა ევროკომისიის დასკვნისა და შეფასების გამოქვეყნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ ევროკომისია ობიექტურად შეაფასებს იმ პროგრესს, რაც საქართველომ განახორციელა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ.
„ეს მოგვცემს გარკვეულ ხედვას, როგორია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებას და ალბათ, ამ პროცესში სპეკულაციები იქნება ნებისმიერი იდეის შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ახლა ყალიბდება პოზიციები საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ქვეყნებს მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მოლოდინების შესახებ და პარტნიორ ქვეყნებში ხელი შევუწყოთ საქართველოსთვის სასარგებლო პოზიციის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0