20/06/2023
12:29
პოლიტიკა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოლოდინები 50/50-ზე, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნიადაგზე იქნება მიღებული.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ის კითხვარები ჩაბარებული აქვს, რის გამოც ევროკავშირისგან ნიშანი უნდა დაეწეროს შემოდგომაზე.
"საქართველოს დელეგაციები, საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაციები, პირდაპირ ეთერში აბარებენ გამოცდას და პრაქტიკულად ჩაბარებულია ეს გამოცდა, სადაც ხალხი ხედავს, რომ საქართველო მომზადებულია. საქართველოს ის კითხვარები ჩაბარებული აქვს, რის გამოც ევროკავშირისგან ნიშანი უნდა დაეწეროს შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვამბობთ, რომ მოლოდინი არის 50/50-ზე იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქნება ამასთან დაკავშირებით, თავად ევროკავშირი ამბობს, რომ მათ აქვთ იმედი, რომ კანდიდატის სტატუს მიიღებენ. ასეთი დაშლილი მანქანით - ოპოზიციით, ჩვენ ბრიუსელამდე ვერ ჩავალთ, ანუ ხალხი ამ მანქანას, რომელიც დაშლილებშია და ამბობს, რომ გავერთიანდეთო, საქართველოს ევროინტეგრაციას ვერ ანდობ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0