
გარდაიცვალა მოლდოვის პირველი პრეზიდენტი მირჩა სნეგური. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 82 წლის მირჩა სნეგური, 13 სექტემბრის საღამოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიტიკოსს კიშინიოვის ცენტრალურ სასაფლაოზე, სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ. ამის შესახებ მოლდოვის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომელმაც, სნეგურის სიკვდილთან დაკავშირებით, 16 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა
„მირჩა სნეგური ჩვენს ხსოვნაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელიც მოლდოვის დამოუკიდებლობის აკვანთან იდგა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, ნათესავებს და ყველას, ვინც იცნობდა და აფასებდა მირჩა სნეგურს", - წერს მაია სანდუ.
საბჭოთა კავშირის დაშლას მირჩა სნეგური შეხვდა როგორც საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. იყო მოლდოვის XIV-ე მოწვევის პარლამენტის წევრი.
1990 წლის სექტემბრიდან 1996 წლის დეკემბრამდე მირჩა სნეგური მოლდოვის პრეზიდენტი იყო. იგი აქტიურად უჭერდა მხარს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რუმინული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.
2000 წელს მიენიჭა რესპუბლიკის ორდენი.
0
0