
კიშინეუს სასამართლომ მოლდოვის ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს პარტიის უკანონო დაფინანსების საქმეზე შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ოპოზიციური პარტია „შორის“ ყოფილ მდივანს, სვეტლანა პოპანს. გუცულს და პოპანს ბრალად პარტია “შორის“ უკანონო დაფინანსება ედებოდათ.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გუცულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 40 მილიონი ლეის, ანუ 2,3 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ხოლო პოპანს 9 მილიონი ლეის, ანუ 520 აშშ დოლარის გადახდა დაევალა. გამოძიების თანახმად, აღნიშნული ფული პარტიის უკანონო დაფინანსებას ხმარდებოდა.
გუცული მიმდინარე წლის მარტში კიშინეუს აეროპორტში დააკავეს. ის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება.
0
0