
„მოლდოვა მზადაა, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილისთვის „გაზპრომისგან“ გაზი შეიძინოს, თუ შესაბამისი პირობები დაკმაყოფილდება.
თეორიულად, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ რუსული გაზი, მაგრამ ორი ძირითადი პირობით - გაზის ფასი უნდა იყოს Energocom-ის მიერ შემოთავაზებულ ტარიფზე უფრო დაბალი, ხოლო მოწოდებული გაზის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს მოლდოვას საჭიროებებს,“ - განაცხადა რუსეთის ენერგო-გიგანტის ადგილობრივი შვილობილი კომპანიის „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა ვადიმ სებანმა.
3 ოქტომბერს კი, მოლდოვას ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა ბუქარესტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლდოვა უზრუნველყოფილია ევროპული გაზის საკმარისი რაოდენობით და ის მთავრობის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიებისთვის „გაზპრომისგან“ გაზის შეძენას არ აპირებს. თუმცა ვიქტორ პარლიკოვმა მოგვიანებით აღიარა, რომ მკაცრი პირობების შესრულების შემთხვევაში რუსული გაზის შესყიდვა შესაძლებელია.
2022 წლის დეკემბრიდან, „გაზპრომი“ ყოველდღიურად აწვდის 5,7 მილიონ კუბურ მეტრ გაზს პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონს, რომელიც მოლდოვას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990 წელს, გამოეყო.
2022 წლის შემდეგ, მოლდოვა არ იყენებს რუსულ გაზს და, სანაცვლოდ, ევროპელი მომწოდებლებისგან [მოლდოვას გაზისა და ელექტროენერგიის სახელმწიფო კომპანია Energocom-ის მეშვეობით] მარაგდება.
0
0