20/01/2026
00:24

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის წევრი. აქამდე იურიდიულად ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას, ვთქვათ, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, მოლდოვა დსთ-ის წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, – თქვა მიჰაი პოპშოიმ.
სამი დოკუმენტი, რომელიც მინისტრმა აღნიშნა, გახლავთ დსთ-ის წესდება, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმება და ამ შეთანხმების დანართი.
0
0
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
20/01/2026