
„მოლდოვა „მკაცრად გმობს“ რუსული რაკეტების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას“, - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
ორი რუსული რაკეტის მიერ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შესახებ განცხადებას მოლდოვის მთავრობა გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ "კალიბრის" ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც უკრაინისკენ მიემართებოდა, ადგილობრივი დროით, დილის 10:18 საათზე დააფიქსირა.
რუსული რაკეტები დნესტრისპირეთის რეგიონის ქალაქ მოკრას თავზე დაფრინავდა, მოგვიანებით კი, სოროკას რაიონს გადაუფრინა.
„მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო, ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ სიტუაციას და მკაცრად გმობს რუსული რაკეტების მიერ მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
იმავდროულად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 10 თებერვალს დილით, უკრაინაში შესვლამდე, ორმა რუსულმა რაკეტამ რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
0
0