23/05/2023
16:11
მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Euronews-თან ინტერვიუში თქვა, რომ მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებს.
„დიახ! მოლდოვას რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ასე უპასუხა სანდუმ ჟურნალისტის დასმულ კითხვას.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და არ მონაწილეობს მის მუშაობაში. თავის მხრივ, ჰააგის სასამართლო არ ცნობს სახელმწიფოს მეთაურების იმუნიტეტს, თუ საქმე ეხება ომის დანაშაულების გამოძიებას.
0
0