23/11/2022
14:13
მსოფლიო
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა "მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის", რადგან მოსკოვი ენერგორესურსებს იყენებს, როგორც "შანტაჟის იარაღს".
რუსეთის გაზის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ კიევი მოლდოვასთვის განკუთვნილი გაზის მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა. კომპანიის განცხადებით, შეიძლება 28 ნოემბრიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, უკრაინის გავლით, გაზის მიწოდების შემცირება დაიწყოს.
უკრაინამ „გაზპრომის“ ბრალდება უარყო, ხოლო მოლდოვამ განაცხადა, რომ რუსეთისგან არ დაფიქსირებულა მინიშნებები, რომ ის მომავალ თვეში ქვეყანას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
"არ არსებობს მინიშნება, რომ რუსეთი შეწყვეტს მოლდოვას გაზმომარაგებას დეკემბერში. მაგრამ მთავრობა მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენებას", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ ტელეკომპანია PRO-TV-ს.
0
0