
"საქართველოს ისტორიაში ყველაზე საბედისწერო როლი ხორეზმშაჰმა ჯალალადინმა ითამაშა. სწორედ მან გაანადგურა საქართველოს სამეფოს ძლიერება, აიღო თბილისი და დიდწილად განაპირობა მისი ჩამოქვეითება მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ." - ამის შესახებ ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"საქართველოს ისტორიაში ყველაზე საბედისწერო როლი ხორეზმშაჰმა ჯალალადინმა ითამაშა. სწორედ მან გაანადგურა საქართველოს სამეფოს ძლიერება, აიღო თბილისი და დიდწილად განაპირობა მისი ჩამოქვეითება მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ.
სხვათა შორის, იგივე ისტორიკოსი საქართველოს მარცხს მისი სამეფო კარის, კერძოდ, რუსუდანის უმსგავსო ქცევასაც უკავშირებს, რასაც ჩვენი ჟამთააღმწერელის შეფასებაც ეხმიანება.
ჰოდა, ჯალალადინს მისი ცხოვრების ბოლო წლებში საოცარი სიგიჟე შეეყარა, რასაც დაწვრილებით აღწერს იბნ ალ-ასირი:
,,მისი ჯარი უკმაყოფილო იყო მისით და ვაზირმა, თავისი ჯარის დიდ ნაწილთან ერთად, შეწყვიტა მისი მორჩილება შემდეგი უცნაური შემთხვევის გამო, რომელმაც ჯალალადინში გამოავლინა გაუგონარი სიგიჟე.
ჯალალადინს ჰყავდა საჭურისი მსახური სახელად კილიჩი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. ეს მსახური მოულოდნელად გარდაიცვალა; ამის გამო ჯალალადინმა გამოავლინა მწუხარება, რაც სრულიად გაუგონარი იყო მეჯნუნისა და ლეილას ამბავშიც კი. ჯალალადინმა უბრძანა ჯარებსა და მეთაურებს საჭურისისის სამგლოვიარო პროცესიით გაევლოთ- მან თვითონ გაიარა გზის ნაწილი ფეხით, სანამ მისმა მეთაურებმა და ვაზირმა არ აიძულეს ცხენზე ამხედრება და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსახურის გარდაცვალების ადგილსა და თავრიზს შორის მანძილი რამდენიმე ფარსახი ( ერთი ფარსახი-6 კმ) იყო.
როცა მსვლელობა თავრიზს მიუახლოვდა, ჯალალადინმა ბრძანება გაუგზავნა მის მაცხოვრებლებს, გასულიყვნენ ქალაქიდან მსახურის კუბოსთან შესახვედრად და ისინიც გამოვიდნენ, მაგრამ მან დაადანაშაულა მაცხოვრებლები, რომ საკმაოდ შორს გამოვიდნენ ქალაქიდან, არ სწუხდნენ და არ ტიროდნენ საკმარისად და ამიტომ სურდა მათი დასჯა, მაგრამ მისი მხედართმთავარები შეეწინააღმდეგნენ და ვერ დასაჯა.
მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ მან ის საჭურისი კი არ დამარხა, არამედ თან დაატარებდა სადაც დადიოდა, სახეში ხელს იტყამდა, ტიროდა და უარს ამბობდა სმა-ჭამაზე. საჭმელს რომ მიუტანდნენ, ამბობდა: „უძღვენი ქილიჩს“ და ვერავინ ბედავდა მისთვის ეთქვა, რომ ქილიჩი მოკვდა, რადგან როცა ერთხელ ვიღაცამ უთხრა, რომ საჭურისი მოკვდა, ჯალალადინმა ის მოკლა. ამიტომ მიჰქონდათ საჭმელი საჭურისთან და ჯალალადინთან მისვლისას ეუბნებოდნენ: „იგი კოცნის მიწის მტვერს და ამბობს, რომ ახლა უკეთესედაა, ვიდრე ადრე“. ამან ისე აღაშფოთა მისი მეთაურები და დააშორა ისინი შაჰისგან, რომ მათ, ისევე როგორც მისმა ვეზირმა, შეწყვიტეს მისი მორჩილება. ხოლო ის დაბნეული იყო და არ იცოდა, რა გაეკეთებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონღოლები გამოჩნდნენ; ამიტომ დაასაფლავა საჭურისი, გაგზავნა შიკრიკი ვაზირთან, მოიზიდა თავის მხარეზე, მოატყუა და როცა ის მასთან მივიდა, რამდენიმე დღის შემდეგ მოკლა. ეს იშვიათი და გაუგონარი შემთხვევაა''! -წერს იბნ ალ- ასირი.
რამ გამახსენა ახლა ეს ამბავი.
როგორც ეს ავბედითი პერსონა გააგიჟა სისხლმა, ბაჩი ბაზებმა და თუქსუსებმა, სწორედ ისე შეშალეს დასავლური ელიტები პროვოცირებულმა ომებმა, რევოლუციებმა, ლგბტქ+ მა და მათ კმაყოფაზე მყოფმა ნჯო თუქსუსებმა და მედია ბაჩი-ბაზებმა.
მოკვდა მათი საყვარელი საჭურისი იდეოლოგია-მაგრამ არ მარხავენ და თან დაათრევენ, როგორც ავზნიანი შაჰი ჯალალადინი საჭურის ქილიჩს.
ყველაზე კარგად ეს რუსთაველზე ჩანს-სადაც უკვე 151 -ე დღეს მეორდება ჯალალადინისა და მკვდარი საჭურისი ქილიჩის მიჯნურობის უმსგავსო ისტორია." - წერს მანჯავიძე
0
0