
გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, 2 მამაკაცზე იყო გაქირავებული. მათივე ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი, რის შედეგადაც ერთმა მეორე დანით დაჭრა.
„მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს", - უთხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ambebi.ge-ს.
ცნობისთვის, გლდანში მამაკაცი მოკლეს. დანაშაული დილით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის 1-ელ ჩიხში მდებარე კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0