
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მეუღლემ აშშ-ის 48-ე პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსის წარდგენას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ერიკა კირკმა კონცერვატორული მოძრაობა Turning Point USA-ს აქტივისტების შეკრებაზე განაცხადა, რომელიც არიზონას შტატში გაიმართა.
გამოცემა „აქსიოსის“ ცნობით, ღონისძიებაზე შეკრებილი იყო სექტემბერში მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის 30 ათასზე მეტი მხარდამჭერი. აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე დამსწრეთა რაოდენობა სახანძრო სამსახურის მოთხოვნით იყო შეზღუდული და აქტივისტების ნაწილი ქალაქ ფენიქსში მდებარე კონფრენეც ცენტრის შენობის გარეთ იყვნენ შეკრებილი.
„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩემი ქმრის მეგობარი ჯეი დეი ვენსი დამაჯარებლად იყოს არჩეული აშშ-ის 48-ე პრეზიდენტად“, – განაცხადა ერიკა კირკმა შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე შეკრებილებს ასევე მიმართა თავად ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, წარმომადგენლთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა და აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა. დონალდ ტრამპ უმცროსმა სცენაზე ასვლა შესთავაზა მამას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მოკლე სიტყვით მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს.
როგორც ცნობილია, ჩარლი კირკმა და მისმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2024 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალგაზრდა კონსერვატორი ამომრჩევლების მობილიზაციაში, რამაც რამდენიმე მერყევ შტატში დონალდ ტრამპის გამარჯვება უზრუნველყო.
31 წლის კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
0
0