
ამერიკულმა საინფორმაციო მაუწყებელმა NBC-მ შაბათს გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც მედიის ცნობით, სამხრეთ ისრაელში მოკლული ჰამასის ტერორისტებისგან ამოიღეს. დოკუმენტებში აღწერილი იყო დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა აეყვანათ მძევლად ისრალელელი ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დოკუმენტები მოიცავდა ყველაფერს, დაწყებული რუქებიდან, სადაც მითითებულია საბავშვო ბაღებისა და სკოლების მდებარეობა, ბავშვების რაოდენობა და სავარაუდო რიცხვი რამდენის აყვანა შეიძლებოდა მძევლად.
დოკუმენტები ასევე შეიცავდა ბრძანებებს ჰამასის ორ ტერორისტულ ქვედანაყოფზე, სადაც აღაწერილი იყო თუ ოგორ მოექციათ ალყაში კიბუცები, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც სავარაუდოდ ბავშვები იმყოფებოდნენ.
დოკუმენტებში შედის ბრძანებები, როგორიცაა „მოკალი რაც შეიძლება მეტი“ და „მძევლების დაჭერა“
ისრაელის მხარემ NBC-ს განუცხადა, რომ ისინი გაოგნებულები არიან დაგეგმვის ხარისხით, რომელიც ითვალისწინებდა მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური მსხვერპლს.
მოპოვებული დოკუმენტი ზუსტად აღწერს, თუ როგორ უნდა მოძრაობდეს მანქანები სამიზნე სოფლებში, რამდენი უნდა იყოს ოცეულის მატარებლის სიგრძე და თითოეული ჯგუფის ფორმა და სიგრძე მოტოციკლეტებზე.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჰამასი სისტემატურად აგროვებდა ინფორმაციას ღაზას მოსაზღვრე თითოეულ კიბუცზე და აყალიბებდა თავდასხმის კონკრეტულ გეგმებს თითოეული ქალაქისთვის, ქალებისა და ბავშვების განზრახ მკვლელობის ჩათვლით.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025