-share.jpg)
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მოკლეს ჰამასის კიდევ ერთი მეთაური, რომელიც ტერორისტების ისრაელზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
IDF-ს ინფორმაციით, ალი ქადი, რომელიც ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფში ასეულის მეთაური იყო, დრონით მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს.
IDF-ის ცნობით, ქადი ისრაელში 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო პატიმრების გაცვლის ფარგლებში ღაზის სექტორს 2001 წელს გადასცეს.
აქამდე, IDF-ს გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში ღამით მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ შაბათ-კვირას მურად აბუ მურადმა "ხოცვა-ჟლეტის დროს დიდი წვლილი შეიტანა ტერორისტების ხელმძღვანელობაში".
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025