
საქართველოს ელჩი ამერიკაში თამარ ტალიაშვილი იქნება. მთავრობამ პრეზიდენტს ტალიაშვილის კანდიდატურა უკვე წარუდგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციიდან აგრემანი, ანუ შტატების თანხმობა საქართველომ 4 ივნისს მიიღო, რაც იძლევა შესაძლებლობას, ელჩი ვაშინგტონში უმოკლეს დროში ჩავიდეს.
თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან იყო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, მანამდე კი ჯერ თბილისის საკრებულოს, შემდეგ კი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
საკითხს გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აგრემანის მინიჭება არ ნიშნავს პოლიტიკური კურსის აღიარებას.
"ძალიან მკაფიოდ ვიცოდი, რომ ამერიკა არც განიხილავდა აგრემანის არგადმოცემას, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ამერიკა და სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. აგრემანის მინიჭება არ ნიშნავს პოლიტიკური კურსის აღიარებას და მასთან თანხვედრის გამოხატვას. რაც შეეხება ქალბატონ ტალიაშვილს, მოხარული ვარ, რომ ის დაინიშნა. ეს არის კიდევ ერთი დასტური ძალიან მძიმე კრიზისისა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0