
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ყოველგვარი ეჭვი მოიხსნა, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა იყო“.
„მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა ან პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირიქით, დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის უკვე ფაქტი და ამას ვეღარავინ გაექცევა და ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, რა თქმა უნდა, სტრასბურგთან დაკავშირებით ამას ვეღარ იტყვიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა „იმედთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
0
0
ავღანეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
03/11/2025