15/11/2022
13:33
მსოფლიო
“მოილაპარაკეთ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე – თუნდაც მცირე ხნით, თუმდაც ეს იყოს ერთი თვე, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში. ან მოაწყვეთ ჰუმანიტარული დერეფნები ან რაღაც მსგავსი…” - ასე მიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ G20-ის სამიტზე გამართული არაოფიციალური სადილის დროს ქვეყნების ლიდერებს.
„რუსეთმა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს, უკრაინა ცდილობს 2030 წელს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებას. შემდეგი ჩემპიონატი სულ მალე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით თქვენთან წინადადება მაქვს: მოილაპარაკეთ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე – თუნდაც მცირე ხნით, თუმდაც ეს იყოს ერთი თვე, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში. ან მოაწყვეთ ჰუმანიტარული დერეფნები ან რაღაც მსგავსი, რათა ეს გახდეს პირველი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დიალოგისკენ“, – მიმართა ინფანტინომ G20-ის ქვეყნების ლიდერებს.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს.
0
0