
ირანის პარლამენტის სპიკერისა და მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, თუმცა მრავალი ხარვეზი და გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია“.
მისივე თქმით, ფინალურ დისკუსიამდე ჯერ კიდევ შორია.
„არსებობს საკითხები, რომელსაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, მათაც აქვთ წითელი ხაზები, მაგრამ ეს საკითხები სულ ერთი-ორია“, – განაცხადა ღალიბაფიმ.
„თუ სრუტე აქ არის და ჩვენც აქ ვიმყოფებით, ყველას ვისაც გავლა სურს, უნდა გაიაროს ის, ჩვენს გარდა? ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ბუნებრივია, მე ვუთხარი, რომ თუ ისინი არ მოხსნიან ბლოკადას, სრუტეზე მიმოსვლა შეზღუდული დარჩება. მე ვუთხარი ამერიკულ დელეგაციას, ჩვენ ამ საზღვარზე ვართ, თუ ახლოს მოხვალთ, ჩვენ აუცილებლად დაგარტყამთ“, – აცხადებს პარლამენტის სპიკერი.
0
0