
საქართველოში არსებული ეკონომიკური აქტივობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ეს თავისთავად არ მომხდარა, აშკარად ვიღაც საქმეს სწორედ აკეთებს, მთავრობა შესაბამისად საქმიანობს, საზოგადოებაც შესაბამის როლს ასრულებს, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალაბარმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც Emaar-ჯგუფის დამფუძნებელმა აღნიშნა, სახელმწიფოს ასეთი მდგრადი განვითარება თავისთავად არ ხდება.
„თქვენი მსოფლიოს მეტად საინტერესო კუთხეში ცხოვრობთ და თქვენმა ხელისუფლებამ შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. როდესაც ასეთი დადებითი მოცემულობის შენარჩუნებაა შესაძლებელი, ხელისუფლება ძალიან ბრძნულად მოქმედებს. მე კი ვიტყოდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი და უკეთესი გველოდება“, – განაცხადა ალაბარმა.
როგორც მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორები კიდევ ერთხელ დაინახავენ, რამდენად მიმზიდველია საქართველო.
0
0