
"მოგწონთ ეს თუ არა, იუკადრისებთ და იუარებთ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, აქცია გადაიბარეს კოლექტიურმა ნაცებმა, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ დასავლეთიდან მიღებულ დირექტივებს" - ამის შესახებ პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში წერს:
"მოგწონთ ეს თუ არა, იუკადრისებთ და იუარებთ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, აქცია გადაიბარეს კოლექტიურმა ნაცებმა, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ დასავლეთიდან მიღებულ დირექტივებს. მათი არსებობა და კეთილდღეობა პირდაპირ ამ დირექტივების შესრულებაზეა დამოკიდებული, სხვანაირად, პოლიტიკური რევანშის შანსი კიდევ ოთხი წლით გადავადდება, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელები.
როგორი კეთილი და სუფთა მოტივებიც არ უნდა ამოძრავებდეთ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს, როგორ ბრმად და გულანთებითაც არ უნდა სჯეროდეთ, რომ "რუსეთს" და "რუსულ კანონს" ებრძვიან, სინამდვილეში თავისი ირაციონალური ახალგაზრდული ჟინით და მედია-ინდოქტრინაციით მოწამლულები, ქართულ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრიან, ანტისახალხო საქმეს აკეთებენ და ქვეყანას დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას უსპობენ. რატომ?
ამ მოცემულობაში რეჟიმის ცვლილება და კოლექტიური ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება მხოლოდ ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - რუსეთის ჩვენს ტერიტორიაზე ინტერვენციას და ომს, სხვა სცენარი გამორიცხულია.
სულ რომ 100 ათასი გამოვიდნენ ქუჩებში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ქვეყანაში მათ გარდა, 3.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვინც ათვითცნობიერებს გეოპოლიტიკურ რისკებს და სურს არჩევნებისა და დემოკრატიული გზით გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და მომავალი.
მოუწოდეთ თქვენს გარშემო მყოფებს, რომ ასე მარტივად ნუ გაებმებიან მახეში და ნუ შეიტანენ წვლილს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვაში." - წერს ლუკა ეხვაია.
0
0