საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები ჯერჯერობით ერთადერთია, რაც უკრაინას სჭირდება, რათა უკრაინამ დაიცვას თავი უწყვეტი რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.
„მოგვეცით ეს დაწყევლილი პატრიოტები. ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებამ აღნიშნა, რომ ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს საჰაერო ბომბებს, რომლებიც ეხმარება რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში.
მისი თქმით, ეს ბომბები არის იარაღი, რომელსაც „ვერ გაექცევი“, თუ მისი სამიზნე ხარ.
„ეს ბომბები თავზე გეცემა და ყველაფერს ანადგურებს. ასე ვკარგავთ პოზიციებს და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ამ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტის ხაზზე“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0