
დადგენილია იმ ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა. დეტალებზე სოციალურ ქსელში ნინო ჯიბლაძე წერს.
„ყველას გაინტერესებთ და ასე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა, ასეთი კარგი ამბის გაზიარება: მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს, რომ ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი! შეგიძლიათ გაახაროთ სხვებიც. ყველას უდიდესი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!“ - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინე ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი.
0
0