"მოგილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ უფლის წყალობას" - პატრიარქის მილოცვა ომის ვეტერანებს
17/10/2023
12:52
საზოგადოება
A-
+A
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ომის ვეტერანებს, ვეტერანთა დღე მიულოცა. მისალოცი წერილი, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ვეტერანთათვის მიძღვნილი ღონისძიებაზე წაიკითხა.
"კიდევ ერთი წელი მიითვალა ჟამთა სვლამ, მართალია ეს დიდი დრო არ არის, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ზოგიერთი თქვენი თანამებრძოლი მარადიული ცხოვრების მკვიდრი გახდა. მინდა, პირველ რიგში, სწორედ სამშობლოს გარდაცვლილ დამცველთა სულნი დავლოცო და ღმერთს შევავედრო. მათი ოჯახის წევრებსა და თქვენ მოგილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ უფლის წყალობას, მხნეობას და შინაგან სიმტკიცეს. გისურვებთ, თქვენი შთამომავლობის, თქვენი ახლობლებისა და საქართველოს მშვიდობითა და კეთილდღეობით გახარებას", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
0
0
65
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%