
რუსეთის ფედერაციაში გადასვლის შესახებ ჟერარ დეპარდიეს გეგმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის დაცვის, მამობის, დედობისა და ბავშვობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მილონოვმა კომენტარი გააკეთა.
,,რუსეთში, აღარ ელოდებიან იმ ხელოვანებს, რომლებიც რატომღაც ეწინააღმდეგებოდნენ სპეცოპერაციას, კერძოდ, საუბარია ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეზე. ის ისეთივე მოღალატე და ოპორტუნისტია, როგორც ყველა გაქცეული ხელოვანი. დეპარდიეს რუსეთში შემოსვლის დიდი სურვილი აქვს, რადგან მას სხვა ქვეყნებში არ უშვებენ.
ძალიან პრობლემური პიროვნებაა - მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, საფრანგეთში პასუხისგებაში მისცემენ ბინძურ საქმეების კეთების გამო. ამის შემდეგ დეპარდიე თვლის, რომ რუსეთი მისთვის სამაშველო რგოლი გახდება? სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ მან რუსეთის შესახებ ისეთი სიტყვები თქვა, რომ ჩვენს საზღვარს ვერც მოუახლოვდება, ჯანდაბამდე გზა ჰქონია", - განაცხადა დეპუტატმა.
0
0