22/08/2024
15:17
პოლიტიკა
შე მოღალატე „ხიხო“, 12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია, რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სიკვდილის არ შეეშინდა და საქართველოში ჩამოვიდა? მე შემაშინებ? 600 000 მომხრეს? 26 ოქტომბერს ხმების ორ მესამედს კი არა, ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს მიიღებ! - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, მცხეთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის დროს, ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს.
მისი თქმით, გუშინ საკუთარი მომხრეების წინაშე ხელოვნურად და საგანგებოდ მოყვანილი, დაჯავშნული, ბარიერს მიღმა მდგარი ბიძინა ივანიშვილი ვიხილეთ, რომელმაც ქვეყანა თავის შპს-ად გადააქცია.
„ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს: შე მოღალატე „ხიხო“!
ვინ დააშინეთ, შე მართლა ლაჩარო და არაკაცო?! შე პუტინის მონავ, ვინ უნდა შეაშინო? ქართველი ხალხი უნდა შეაშინო? რომელსაც ოპონენტების გაქრობას სთავაზობ? ბელარუსად გინდა გადააქციო საქართველო? არ გამოგივა! ხმების ორ მესამედს კი არა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ პანღურს მიიღებ, იმიტომ, რომ შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შენი ხელისუფლება გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, იმიტომ, რომ ყველა დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გადააგდე, იმიტომ, რომ სიღარიბის გამო, 800 000 ქართველი გავიდა ქვეყნიდან, იმიტომ, რომ საქართველო ქართველებისგან დაცალე და მოღალატეებითა და ჯაშუშებით გაავსე. იმიტომ, რომ შენს გაქსუებულ ჩინოვნიკებს ასობით ათასის ღირებულების საათი უკეთიათ მაჯაზე, ზუგდიდში კი ბავშვები იწვებიან, რადგან დენი არ აქვთ, შენ და შენს მონებს კი ბიტკოინის ქარხანაში უფასო დენი გაქვთ!
იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს პერსპექტივა არა აქვთ. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება კრიმინალებს შეერწყა. იმიტომ, რომ გგონია, ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, დიახაც რომ ქრისტიანული, უძველესი ევროპული ცივილიზაციის, შოთა რუსთაველის, ილიას, დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ქვეყანა, ლუკაშენკოს ქვეყანა და შენი ორღობე გგონია!
ძალიან მაგრად ცდები და გპირდები, რომ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და არ ჩადენილ დანაშაულს გაპატიებს.
ასე რომ, არაფერი შეგეშალოს: საქმე გაქვს მიხეილ სააკაშვილთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ქართულ, პატრიოტულ საზოგადოებასთან, რომელიც შენნაირ მოღალატეებს თავს არ დაუხრის და ამიტომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს ელოდე - ეს არის ჩვენი პასუხი!”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
0
0