03/08/2023
12:06
პოლიტიკა
მოძრაობა “არ აგარევინებთ”, “აი უცნობის” ფეისბუკის გვერდის FACEBOOK-დან წაშლას ეხმაურება და ამაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFED) ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ “აი უცნობის” გვერდს, რომელზეც იდებოდა “უცნობის” ყველა ვიდეო, “კიდობანის” განცხადება და სხვა საარქივო თუ ანალიტიკური მასალა, 150 ათასი გამომწერი ჰყავდა.
როგორც მოძრაობაში აცხადებენ, “ISFED დემოკრატიის სახელით თავისუფალი სიტყვის ცენზორად მოგვევლინა და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს არასასურველი, მაღალრეიტინგული გვერდების მოშორება”.
მოძრაობა “არ აგარევინებთ” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ"
"მივესალმებით ჩვენს ძვირფას მომხმარებლებს, სამწუხაროდ გვერდი დაიბლოკა გარე თუ შიდა მტრების მასშტაბური აქტივობების შედეგად .
როგორც ჩანს ISFED დემოკრატიის სახელით თავისუფალი სიტყვის ცენზორად მოგვევლინა და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს არასასურველი, მაღალრეიტინგული გვერდების მოშორება.
ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ამის ნათელი დასტური არის არჩევნების დროს PVP ს გაყალბება რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო არჩევნების არაღიარება და დესტრუქციული ძალების მიერ არეულობის დაწყება.
უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ISFED-ის ხელმძღვანელობა არის მიკერძოებული, რაზეც სხვადასხვა დეპუტატები ბოლო დღეების განმავლობაშიც საუბრობდნენ.
ISFED დონორების და შიდა პატრონების დავალებით ცდილობს გაანეიტრალოს განსხვავებული თავისუფალი აზრი და ამ ყველაფრის გავრცელებას ხელი შეუშალოს რამენაირად.
იმ მოქმედებების შემდეგ, რაც მათ გაატარეს ქვეყანაში, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთოდ აკრძალული უნდა იყოს.
ჩვენი გუნდი მუშაობს პრობლემების აღმოფხვრაზე, სულ მალე დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები და მოტივირებულები.
ISFED-ის წევრებს და იმ ხალხს, ვინც ცდილობს შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა, აუცილებლად გავცემთ პროპორციულ პასუხს! არ აგარევინებთ!" - აცხადებენ მოძრაობაში “არ აგარევინებთ”.
0
0