09/07/2023
20:55
საზოგადოება
ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? - თვითონ მშვიდობის მტრედები არიან? - ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები, ძალით თავს ახვევენ საქართველოს იმას, რაც საქართველოს არ უნდა. როცა ლაპარაკობს ვინმე მოძალადეზე, მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც ამას საქართველოს თავს ახვევს - სოდომიის ცოდვას. ამ სოდომიის ცოდვის მიღება უნდა მოხდეს საქართველოს მიერ, ამაში უნდათ ჩართონ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ჩვენი არჩეული ხელისუფლება და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, რადგან უნდათ, რომ მათი მეშვეობით განახორციელონ. ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, ის ყოველდღე ამას გვახვევს თავს, თავისი მოქმედებით, განცხადებებით საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია იმდენად უაზრობაშია შესული საქართველოს მოსახლეობასთან, იმდენად არის დაპირისპირებული. ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში? საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ყველაფერში, რასაც საქართველოს ეკლესია აკეთებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს ინტერესებს გამოხატავს ჩვენი ეკლესია, ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? - თვითონ მშვიდობის მტრედები არიან? ამ დროს მილიარდობით დაფინანსება ხდება აი, ამ მართლა მოძალადეებისა, რომლებიც ძალით გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. გამოდის, რომ სოდომური ცხოვრება ჩვენთვის სიკეთე უნდა იყოს და ბედნიერება, ჩვენ თურმე ამით უნდა ვიყოთ ნეტარებაში. სად ვართ საერთოდ და საით მივდივართ?! ჩვენ გვინდა ჩვენი მყოფადობა შევინარჩუნოთ და ამ დროს უზარმაზარი იმპერიები თავს გვესხმიან და გვაიძულებენ, ამ მიმართულებით მათ მივყვეთ.
ღმერთს ვთხოვოთ, უფალი შეგვეწიოს და დავდგეთ ბოლომდე როგორც თურქების, არაბების და რუსების წინააღმდეგ ვდგებოდით. ნურავინ ნუ გვაიძულებს, რომ ჩვენმა პოლიციამ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს ძალა იმისათვის, რომ ისინი პროტესტს აცხადებენ სოდომურ ღონისძიებებზე... - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
0
0