
კოპლებიანი სამოსი ხშირად პოპულარულია ზაფხულში, თუმცა, რეალურად, ეს პრინტი მრავალმხრივი ტენდენციაა, რომელიც ბევრჯერ გამოჩნდება მომდევნო წლის განმავლობაში.
,,კოპლებიანი სამოსი შეიძლება ჩაითვალოს ელეგანტურად და ეფექტურად. ეს ზოგჯერ მხიარულ განწყობას ქმნის“, - წერს Telegraph-ი.
ალუბლისფერი სამოსი
გამორჩეული, ცოცხალი და მოტივაციური ფერი - მიმდინარე წელს ზოგიერთმა მოდის სახლმა სამოსის დიზაინში მთლიანად ალუბლისფერი გამოიყენა, ზოგმა კი, ის სხვა ფერებთან ერთად გააერთიანა მხოლოდ ქვედაბოლოსთვის ან ქურთუკისთვის.
„ბოლო სეზონებში შეუძლებელი იყო მოდის სამყაროში კაშკაშა წითელის აკვიატების იგნორირება. 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის [კოლექციებმა] შესამჩნევი ცვლილება შეიტანა ფერების ჩრდილში და ისინი უფრო ღრმა და მდიდრულ ვერსიებად აქცია“, - წერს Vogue-ი.
მეტალისფერი ელემენტები
რამდენიმე დიზაინერისთვის აქტუალური გახდა მრავალფეროვანი კოსტიუმები და კაბები მეტალის ბზინვარებით.
,,თუმცა თუ ოქროსფერ [მეტალისფერ] სამოსს აირჩევთ, ნუ გადატვირთავთ მას. ოქროსფერს [მეტალისფერს] შეიძლება გლადიატორული ელფერი ჰქონდეს. თუ გსურთ ტონის შემცირება, შეუხამეთ ოქროსფერი [მეტალისფერი] ალტერნატიულ მასალებს, როგორიცაა ჯინსი ან ტყავი", - აღნიშნა StyleCaster-მა.
ნაქსოვი ტანსაცმელი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლამაზი კარდიგანი ან ჯემპერი არასოდეს გადადის მოდიდან.
Who What Wear-ის თანახმად, SS24-ის კოლექციებით აღიარებულია, რომ „ნაქსოვი ტანსაცმელი მთელი წლის ძირითადი ელემენტია, რომელიც დანარჩენ სამოსთან ან აქსესუარებთან ერთად, ზღაპრული ეფექტით გამოირჩევა. Erdem-ის ნაქარგი კარდიგანები ამ სეზონში ნაქსოვი ტანსაცმლის ყველაზე გამორჩეულ ტენდენციად დასახელდა,“ - წერს W magazine-ი.
ფიფქის ელემენტები
დიზაინერებმა გამოარჩიეს ლამაზი და რთული დიზაინი, რომელიც შექმნილია სპეციფიკური მრგვალი ან ოვალური ნახვრეტებისგან შემდგარი ქსოვილით. სამოსის ეს დახვეწილი დიზაინი ფიფქის იერს ქმნის.
მიმდინარე წელს, მოდის კვირეულებზე გამოფენილი რამდენიმე სამოსი გამოირჩეოდა ფიფქის ელემენტებიანი გამჭვირვალე გარე ფენით.
ბაფთის ელემენტები
სხვადასხვა მოდის კვირეულზე რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მიერ წარმოდგენილ კოლექციაში რკალისა და ბაფთის ელემენტები ფიგურირებდა. ასე რომ, 2024 წელს ისინი მრავალფეროვან კაბებს დაამშვენებს. InStyle-ის თანახმად, „სამოსზე დიდი ზომის მდიდრული ბაფთები, რომლებიც გამოჩნდა ისეთ შოუებზე, როგორებიცაა Sixdo და Aknvas, დახვეწილობას მატებდა იმ იერს, რომელიც სხვაგვარად მარტივი ან უბრალოდ მორთული ჩანდა.“
მოკლე შორტები
2023 წლის ზაფხულში პოპულარული იყო სხვადასხვა ფერის, სტილისა და ქსოვილის მოკლე შორტები.
როგორც Net-A-Porter-ი ამბობს, 2024 წლის ზაფხულში ძალიან მოკლე შორტები ჩაცმის დომინანტური სტილი იქნება.
განახლებული ან მდგრადი მასალებისგან დამზადებული სამოსი
შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წელს მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია სიმწვანეა, თუმცა ეს ფერს არ ეხება. დიზაინერების ყურადღების ცენტრში გარემოს მდგრადობა ექცევა - მათი სამუშაო პრაქტიკა იცვლება. ზოგიერთი დიზაინერი სამოსს გამოყენებული მასალებით დაამზადებს.
ბრიტანული Vogue-ის მიერ ნაჩვენები ნიმუშები მოიცავს სტელა მაკარტნის მიერ შექმნილ სამოსს, რომლისთვისაც გამოყენებულია ზღვის მცენარეებზე დაფუძნებული ბოჭკო. იმავდროულად, ექჰაუს ლატამ წარმოადგინა 3D ძაფით ნაქსოვი შარვლების სერია.
„ნარჩენი მასალები და გაუყიდავი ან გაცვეთილი ტანსაცმელების ქსოვილი ახალი სამოსის დასამზადებლად გამოიყენება. ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილი მასალების გადამუშავება ხდება,“ - თქვა Fashion United-მა.
0
0