03/12/2024
12:19
მსოფლიო
აშშ-ის ქალაქ ბროვარდში, 27 წლის მოდელმა საბრინა კასნიკიმ ქმარი, 34 წლის პაჟტიმ კასნიკი, მოკლა - მკერდის არეში ხუთი ტყვია ესროლა და ცხედარი ბინის აივანზე დატოვა.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ მოდელმა თავი მოიკლა. გარდაცვლილთა ცხედრები ქუჩიდან, გამვლელებმა შენიშნეს. ინციდენტი მაიამის ჩრდილოეთით, ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში, Beach Club II Hallandale condo tower-ში, მოხდა.
წარმოშობით ალბანელი პაჟტიმ კასნიკის ოჯახი შეერთებულ შტატებაშშ-ის ქალაქ ბროვარდში, 27 წლის მოდელმა საბრინა კასნიკიმ ქმარი, 34 წლის პაჟტიმ კასნიკი, მოკლა - მკერდის არეში ხუთი ტყვია ესში [კოსოვოდან] ემიგრაციაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბრინა კასნიკიც კოსოვოელი იყო. ის ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა.
ინციდენტი ShotSpotter ე.წ. გასროლის დეტექტორმა დააფიქსირა. ადგილობრივი პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა და ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვა. პოლიციამ ბინაში დააფიქსირა ტელევიზორი, რომელიც არ იყო გამორთული, ასევე აღმოაჩინა სასაჩუქრე ყუთი, რომელშიც სათამაშო დათვი და ვარდების თაიგული იყო მოთავსებული. პოლიციის დეპარტამენტმა ინციდენტები მკვლელობად და თვითმკვლელობად შეაფასა, თუმცა დანაშაულებრივი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
0
0