28/06/2022
12:48
პოლიტიკა
ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატო-ს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკლევი და გეგმა მოგვეცეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს გამოეხმაურა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო, ფაქტობრივად სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე , მთავრობას მადრიდის სამიტის მიმართ მოლოდინები აქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება საქართველოს მიმართ.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს, სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით თავსებადია. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში. ამ მხრივ საქართველო ამტკიცებს, რომ ისე, რომ არ არის ნატო-ს წევრი თავისი ქცევით, იმავე პასუხისმგებლობას იღებს, რომელსაც იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინები გვაქვს მადრიდის სამიტის მიმართ, რომ იქნება უფრო მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატო-ს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და გეგმა მოგვეცეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025