
ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თითოეულ თემასთან დაკავშირებით იმართება საინტერესო დისკუსიები. ორ თემაზე იყო უკვე ასეთი დისკუსიები. რა თქმა უნდა, განხილვა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.
0
0