29/03/2023
14:47
პოლიტიკა
მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში თუ პარლამენტში.
„რეალურად 2 რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები არის მიღებული. მანამდე ისე მივიღეთ რეკომენდაციებთან დაკავშირებული კანონპროექტი რომ ამაში „ნაცმოძრაობა“ ჩართული არ იყო. ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვთ მათ ჩართულობას ეს არ ვიცი, თუმცა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ისინი ქუჩაში იქნებიან თუ არა პარლამენტში.
მათ არც ქუჩის რესურსი აქვთ და არც პარლამენტის. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები არის ძალიან შეზღუდული. მათ არ აქვთ ელემენტარული უნარი ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში არ აქვთ“, - აცხადებს კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში.
0
0