
BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტის კანონპროექტი ჩაიშალა, რადგან ოპოზიციურად განწყობილმა დეპუტატებმა მმართველი პარტია "მეორე გადატრიალების" მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ათიათასობით ადამიანი ქუჩებში იოლის გადადგომის ან იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც მმართველმა სახალხო ძალაუფლების პარტიამ განაცხადა, პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ქვეყანას პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე უხელმძღვანელებენ.
„ვადამდელ გადადგომამდე, იოლი აღარ იქნება ჩართული საგარეო და საშინაო საქმეებში. ამავდროულად, სამთავრობო საქმეებს პრემიერ-მინისტრი ჰან დაკ-სუ განაგებს,“ - თქვა მმართველი სახალხო ძალაუფლების პარტიის ლიდერმა ხან დონ ჰუნმა.
თუმცა, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პარკ ჩან-დემ ინიცირებულ გეგმას "მორიგი არაკანონიერი, არაკონსტიტუციური აჯანყება და გადატრიალება" უწოდა.
”პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის განცხადება, რომ ისინი ერთობლივად განახორციელებენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, რაც მათთვის არავის მიუნიჭებია, არაკონსტიტუციურია”, - თქვა პარკ ჩან-დემ.
0
0